ატლანტიკურმა საბჭომ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა
ატლანტიკურმა საბჭომ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. კვლევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის მიხედვით, შეფასების ას პროცენტიანი სისტემით საქართველომ 75,5 პროცენტი აჩვენა და 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. ამ პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი.
