პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი დღის წინ გამართულ აქციაში, სადაც რევოლუციური მოწოდებები გაისმა, ევროკავშირიდან დაფინანსებული ენჯეოები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ, არამედ ისინი ამ შეკრების ორგანიზატორებიც იყვნენ, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „საფარი“. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბაია პატარაია, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხელმძღვანელობდა იმას, თუ ვინ გავიდოდა სცენაზე და რა განცხადებას გააკეთებდა.
