უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიღებული
81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. ცვლილებების თანახმად, ფართოვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. უწყების შესაბამის სტრუქტურებს უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნებათ. მათ შორის თუ არსებობს მიმალვის საფრთხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შევიდეს საცხოვრებელ ადგილას და დაიწყოს შემოწმება, სასამართლოს კი 24 საათის განმავლობაში მიმართოს.
