საქართველოს ხელისუფლება ბრიტანეთის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას
საქართველოს ხელისუფლება ბრიტანეთის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საელჩომ ფაქტებს ფაქტებით უნდა უპასუხოს და არა ბუნდოვანი შეფასებებით. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში დაიბარეს, სადაც გამოითქვა ბრიტანეთის პოზიცია, რომ საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. „ქრონიკამ“ ის წერილი მოიპოვა, რომელიც საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გადაეცა.
