ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების სწრაფად განახლების იმედი არ აქვს
აბას არაღჩიმ სიბიეს-ნიუსს განუცხადა, რომ ირანი მზად არის დიპლომატიისთვის, თუმცა მანამდე თეირანი უნდა დარწმუნდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავიაიერიშებს არ განაახლებს. ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თეირანს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის გაგრძელება სურს და ურანის გამდიდრებისა და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების საკითხში უკან დახევას არ აპირებს.
