ნატო შიშობს, რომ რუსული არმია უკრაინაში ოდესის აღებას შეეცდება და შემოდგომისთვის ოკუპანტი ფრონტზე მნიშვნელოვან წინსვლას შეძლებს
ფაინენშელ ტაიმსის მიმომხილველი გედეონ რახმანი წერს, რომ კიევს სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთის სამხედრო დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, სამხედრო თვალსაზრისით გამოფიტულია, უფრო რთულ ვითარებაში უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან, რომელთაც მხოლოდ 6 თვის საბრძოლო პოტენციალი აქვთ დარჩენილი.
