ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია "ტავ აეროპორტის" პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა
განიხილეს კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ. კომპანია ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, წევრია. სამუშაო შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ვაზიანში, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება.
