პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის საელჩომ განმარტება უნდა გააკეთოს, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი დღის წინ გამართული აქციაში, სადაც გაკეთდა რევოლუციური მოწოდებები, ევროკავშირიდან დაფინანსებული ენჯეოები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ, არამედ ისინი ამ შეკრების ორგანიზატორებიც იყვნენ. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასეთი ხელშეწყობა და დაფინანსება ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სამართალს.
