ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ რიწის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. გარდა ამისა, გამოვლინდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის გამარჯვებულებიც. ნომინანტებს შორის იყვნენ პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარია და "იუ ეფ სის" ჩემპიონი ილია თოფურია, რომლებიც გიორგი ჯინჭარაძემ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
