ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ამბროლაურის აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა და დასავლეთ საქართველოში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურამ. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.
