გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
დავით სონღულაშვილმა ქართული აგრო სასურსათო პროდუქციის პოტენციალზე ილაპარაკა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას. დავით სონღულაშვილი რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.