დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ილაპარაკა. ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. დაჭრილი მებრძოლებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. კვირეულის ფარგლებში, დაჭრილ-დაშავებული სამხედროები 9 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში.
