თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან ერთად, კიდევ ერთ სატრანსპორტო კვანძს მოაწყობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან ერთად, კიდევ ერთ სატრანსპორტო კვანძს - ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ მოაწყობს. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამუშაოების პროცესში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
