ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც პორტუგალიაში იმართება და რომლის მთავარი თემა მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებია, სიტყვით უკვე გამოვიდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც პორტუგალიაში იმართება და რომლის მთავარი თემა მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებია, სიტყვით უკვე გამოვიდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები. ქართულმა მხარემ ასამბლეის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მშვიდობის ფასი კარგად იცის და ქვეყანა, რომლის მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარემ ამ ფონზე ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებსა და გარე ჩარევებზე ისაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
