ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დალუქულია უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი
მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული წაბლის ხე-მცენარეებისგან 60 ერთეული ფიცარი დაამზადა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ასევე ხონის, მარტვილისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილია 48 ერთეული სხვადასხვა სახეობის მორის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები.
