სეულში გამართულ ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანია მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, ღვინის იმპორტიორებისთვისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომ პავლიაშვილი დაესწრო.
