დღეს და ხვალ თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია
ჯორჯიან ეარვეისი განცხადებას ავრცელებს და წერს რომ ამ ეტაპზე მათ სადაზღვევო კომპანია არ აძლევს თელ-ავივის მიმართულებით ფრენის აღდგენის უფლებას. ასევე, ავიაკომპანიას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები ისრაელისგან. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები ავიაკომპანია სთავაზობს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნებას, რომელიც შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას. “ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, განრიგის მიხედვით ასრულებს.
