თბილისის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საქმიანობა შეაჯამა
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს არაერთი განხორციელებული პროექტი. მათ შორის ისაუბრეს ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების დაფინანსებაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და სკოლამდელ განათლებაზე. თბილისის მერმა თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.
