ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს ე.წ მდიდარი ენჯეოები არ ასრულებენ
ხელისუფლების განცხადებით, ენჯეობს ბევრი აქვთ დასამალი და შესაბამისად გაურბიან დაფინანსების გასაჯაროებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პატრონები უცხოური დაფინანსებით ახალისებდნენ ნარკომანიის გავრცელებას, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს.
