პარი სენ ჟერმენი დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მერვედფინალურ შეხვედრას ინტერ მაიამის წინააღმდეგ ჩაატარებს
პარი სენ ჟერმენი დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მერვედფინალურ შეხვედრას ინტერ მაიამის წინააღმდეგ ჩაატარებს. შესაბამისად მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ლიონელ მესის დაპირისპირება გველის. არგენტინელი ვარსკვლავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს. პარი სენ ჟერმენი შეხვედრას ძლიერი შემადგენლობით ხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.