ილია თოფურია UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია
ილია თოფურია UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ორგანიზაციის 317-ე ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, პირველ წუთებში დაანოკაუტა და ახალ წონაში საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. თოფურია UFC-ის მეათე ჩემპიონია, რომელმაც ტიტული ორ დივიზიონში მოიპოვა. ილია თოფურიას UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობას ულოცავენ ხელისუფლების წარმომადგენლები. შესაბამისი პოსტები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
