უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას
უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი. ოფიციალური კიევი არაერთხელ აცხადებდა, რომ ომის ფონზე, ოტავის კონვენციით დასწესებული შეზღუდვები, გადახედვას საჭიროებდა.
