უკრაინაზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა
რუსეთის მხრიდან ასობით დრონით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით უკრაინაზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია. დაღუპულთა შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. საოკუპაციო ძალების თავდასხმების სამიზნეში კვალავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები მოექცა.
