ზედიზედ მეორედ, ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ, ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია. მათ ორი წლის წინ ბათუმში მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს. ფინალში ინგლისელებმა გერმანელებს დამატებით ტაიმებში 3-2 აჯობეს. ინგლისი ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის, ისტორიაში მეოთხედ გახდა და ამ შედეგით მხოლოდ ესპანეთსა და იტალიას ჩამორჩება, რომელთა აქტივში ხუთ-ხუთი ტიტულია.
