დონალდ ტრამპმა ისრაელის პროკურორები პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა ისრაელის პროკურორები პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ომის გმირად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესი ჰამასთან და ირანთან მოლაპარაკების წარმოებას უშლის ხელს.
