კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“ მე-8 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა
კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“ მე-8 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამშენებლო ინდუსტრიის წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, დეველოპერებმა და ინჟინრებმა მიიღეს. კონფერენციაზე გასული წლის შედეგები შეაჯამეს და ყურადღება ხარისხის სტანდარტების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე გაამახვილეს.
