აბიტურიენტების დალოცვა
სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ნაყოფიერი სწავლა უსურვა.
