სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. მათგან ერთს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო მეორე დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულს ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული შეესწრო, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
