ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობაში. დაკავებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
