სერბეთში გამართული დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა
სერბეთში გამართული დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ალექსანდარ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21 საათამდე მისცეს. პრეზიდენტმა სტუდენტების მოთხოვნა თვიდანვე უარყო და განაცხადა, რომ ეროვნული არჩევნები 2026 წლის ბოლომდე არ ჩატარდება. ანტისახელისუფლებო აქციის პარალელურად კონტრაქციაც მოეწყო.
