რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 450 დრონი და 40 რაკეტა გაუშვეს. იერიშები შავი ზღვიდან განხორციელდა. პარალელურად რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფლის დაკავების შესახებ იუწყება და ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ იქ საოკუპაციო ძალებმა რუსეთის დროშა აღმართეს.
