აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები დააჯილდოვეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დევნილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
