ეროვნული გამოცდების წინ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს ლაგოდეხის მერი შეხვდა
ეროვნული გამოცდების წინ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს ლაგოდეხის მერი შეხვდა. ჯონდო მდივნიშვილმა, ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა და მერიის წამახალისებელი ახალგაზრდული პროექტები გააცნო. ყველა ლაგოდეხელი აბიტურიენტი მერიისგან ერთჯერად ფულად ჯილდოს მიიღებს. აბიტურიენტების წვეულება კონცერტით დასრულდა.
