სიღნაღში, ბიძინა კვერნაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნით დაიწყო
სიღნაღში, ბიძინა კვერნაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნით დაიწყო. შემოქმედებით საღამოზე, კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები ქართველმა მომღერლებმა სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით შეასრულეს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილია. ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია.
