ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობაში. დაკავებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“. დანაშაული 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.