ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს. ქალაქ პორტოში მსოფლიო ლიდერები და პარლამენტარები მსოფლიოში და ევროპის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. პორტოში უკვე იმყოფება ქართული საპარლამენტო დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ მშვიდობის საკითხზე, მის მნიშვნელობასა და შენარჩუნების გზებზე. ამ კუთხით საქართველო ასამბლეის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.