სკოპიეში გამართულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სკოპიეში გამართულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მუმლაძემ პირველი ადგილი არავის დაუთმო. ხოლო ქალთა შორის, 70 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქეთი რობაქიძე ავიდა, რომელმაც ხუთი შეხვედრა იპონით მოიგო. ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ქარჩაიძე და იოანე აბალაკი დაეუფლნენ. საქართველომ კადეტთა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
