ილია თოფურია UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია
გამარჯვებების ისტორია გრძელდება - ილია თოფურია UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ორგანიზაციის 317-ე ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, პირველ წუთებში დაანოკაუტა და ახალ წონაში საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ელ მატადორი UFC-ის მეათე ჩემპიონია, რომელმაც ტიტული ორ დივიზიონში მოიპოვა. ქართველს MMA-იში ჩატარებული 17 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, მათ შორის ზედიზედ მეცხრე UFC-იში.
