საქართველო - ლიდერი რეიტინგებში
გავლენიანმა „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ აცდენილია ერთმანეთს კონკრეტულ კვლევებზე დაფუძნებული სპეციალისტების შეფასებები და პოლიტიკოსების პოლიტიკური აღქმები. საქართველოს მაგალითი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ატლანტიკური საბჭო“ მსოფლიო ბანკის, „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“, დემოკრატიის მრავალფეროვნებისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიის განმსაზღვრელ მთავარ ინდიკატორებს აფასებს: მაგალითად ადამიანის უფლებებს, სამართლიან არჩევნებს, ბიუროკრატიას, საკუთრების უფლების დაცვას. წელსაც საქართველოს ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება აქვს, რიგ საკითხებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, ძირითად მიმართულებებში კი უსწრებს კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც, რომელთა კრიტიკა თითქმის უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სწორედ მათი პოლიტიკური განცხადებები ხდება შემდგომში ოპოზიციური სპექტრის მთავარი დღის წესრიგი და არარსებული სამოქმედო გეგმის საფუძველი
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
