ტელეკომპანია „იმედში“ უკვე მეორე წელია საფეხბურთო ტურნირი „მიშოს თასი“ იმართება
ტელეკომპანია „იმედში“ უკვე მეორე წელია საფეხბურთო ტურნირი „მიშოს თასი“ იმართება. დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა სადაც იმედის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, ფინალი კი 2 ივლისს მიშო ბიძინაშვილის დაბადების დღეზე შედგება. მიშო ბიძინაშვილი იმედის კვირის ოპერატორი იყო, რომელიც გადაღებაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.