ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირი“ ახორციელებს საზაფხულო ფაზის მორიგი ეტაპი გაიმართა
ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირი“ ახორციელებს საზაფხულო ფაზის მორიგი ეტაპი გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 80-ზე მეტმა შშმ პირმა, ომის ვეტერანმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და ონკოსაზოგადოების წარმომადგენელმა ზიპლაინის აქტივობასა და პეინტბოლის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული გუნდების წევრებს მედლები და დიპლომები გადაეცათ
