ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს მთავრობის ინიციატივას 16 წლამდე მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვის აკრძალვის თაობაზე
ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს მთავრობის ინიციატივას 16 წლამდე მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვის აკრძალვის თაობაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული სამმართველოს დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ასაკობრივი ცენზის 18 წლამდე აწევაც არის შესაძლებელი. ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მეტ ენერგეტიკულ სასმელს ქვეყანაში სწორედ 16-18 წლის ახალგაზრდები მოიხმარენ
