პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტი ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი დანაღმული მანქანით სამხედრო მანქანას დაეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა. დაშავდა 20. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა დაჯგუფებამ აიღო
