დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის მოგვარება შეუძლია
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის მოგვარება შეუძლია. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ნამდვილად მისწერა თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს წერილი, რაზეც გასულ თვეში იყო საუბარი. ტრამპმა შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა აქვს და კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია. მაისში სამხრეთ კორეულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროში ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ კიმ ჩენ ინისადმი ტრამპის მიერ მიწერილი წერილის მიღებაზე უარი თქვა
