The New York Times: რუსეთმა დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო დაიკავა, რაც უკრაინისა და აშშ-ის გარიგებას საფრთხეს უქმნის
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო ხელში ჩაიგდეს, შესაბამისად უკრაინა მნიშვნელოვანი აქტივის გარეშე დატოვეს, რომელსაც აშშ-თან ახალი ეკონომიკური პარტნიორობის მხარდაჭერა შეეძლო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ საბადო სოფელ შევჩენკოსთან ახლოს მდებარეობს. რუსებმა სოფელი რამდენიმე დღის წინ დაიპყრეს
