გერმანიის კანცლერის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს ჯერ არ აპირებს, რადგან ადრე გამართული მოლაპარაკებები უკრაინაში ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობდა
გერმანიის კანცლერის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს ჯერ არ აპირებს, რადგან ადრე გამართული მოლაპარაკებები უკრაინაში ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობდა. ფრიდრიხ მერცმა 2024 წლის ივლისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და პუტინის შეხვედრა, აგრეთვე, პუტინთან გერმანიის ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბარი გაიხსენა, რამაც, მისი თქმით, კონფლიქტის დარეგულირებას ხელი ვერ შეუწყო. მისივე თქმით, პუტინის მიმართ სულ უფრო სკეპტიკური ხდება დონალდ ტრამპის პოზიციაც
