უნგრეთის პრეზიდენტის აზრით, ნატოში უკრაინის მიღება დენთის კასრის აფეთქების ტოლფასი იქნებოდა
უნგრეთის პრეზიდენტის აზრით, ნატოში უკრაინის მიღება დენთის კასრის აფეთქების ტოლფასი იქნებოდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, ალიანსში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტში და მესამე მსოფლიო ომში ჩართვას ნიშნავს. ორბანი ასევე უგუნურებას უწოდებს ევროკავშირში უკრაინის ნაჩქარევად მიღების ინიციატივას, რითაც მისი თქმით, ფრონტის ხაზი ევროპის შუაგულში გადაინაცვლებს
