საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით კამპანიის „არა ნარკოტიკს” ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის 10 რაიონში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით კამპანიის „არა ნარკოტიკს” ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის 10 რაიონში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამჯერად ტურნირი კრწანისის რაიონში ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც საქართველოს პირველობისთვის იასპარეზებს. კამპანიის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების მეშვეობით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა
