რუსეთი ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს
რუსეთი ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. დარტყმები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 17. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა
