უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის აკრძალულ „პრაიდ“ მსვლელობაში მონაწილე ნებისმიერ პირს სამართლებრივი შედეგები დაეკისრება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის აკრძალულ „პრაიდ“ მსვლელობაში მონაწილე ნებისმიერ პირს სამართლებრივი შედეგები დაეკისრება. მიუხედავად აკრძალვისა, ბუდაპეშტის ლიბერალმა მერმა პირობა დადო, რომ დღეს უნგრეთის დედაქალაქში „პრაიდის“ მარში მაინც გაიმართება. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ თემს „პრაიდის“ ჩატარების უფლება მისცეს და მათი სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს
